Flexible Ceramic – დრეკადი კერამიკა, ეს არის უნიკალური თვისებების მქონე პროდუქცია
რომელიც დამზდებულია მოდიფიცირებული თიხისაგან. ის განკუთვნილია როგორც
შენობა-ნაგებობების ფასადების და ინტერიერების, ასევე გარე და შიდა სივრცეების
მოსაპირკეთებლად. მასალა ბუნებრივია და პრაქტიკულად სრულად ასახავს თიხის
აგურების, კლინკერის ფილების, ბუნებრივი ქვების, ხის, ქსოვილის და ნატურალური
ტყავის ფაქტურასაც კი. დრეკადი კერამიკული ფილებით შენობების გარე ფასადების დაფარვისას,
განსაკუთრებით მრავალსართულიანი კორპუსების შემთხვევაში, რამოდენიმე
ფაქტორის კომპლექსური ერთობლიობით ვღებულობთ ფასადის მოპირკეთების საერთო
ღირებულების საგრძნობ ეკონომიას. ეს ფაქტორებია:
ამასთან ერთად დრეკადი კერამიკა არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და
სრულიად უსაფრთხო ტექნიკური ექსპლუატაციის თვალსაზრისით.
მსუბუქი - 4-5 კგ/მ2
გამძლე
თბოიზოლაცია
უსაფრთხო
ამინდის მდგრადი
მოვლა არ სჭირდება
მარტივი დასამონტაჟებლად
ხარჯეფექტური
ქალაქური და კომერციული პროექტებისთვის
ჩვენ გთავაზობთ უახლესი თაობის მოსაპირკეთებელ მასალებს, რომლებიც განკუთვნილია გარე და შიდა კედლებისათვის. ძირითადი ნედლეული ამ მასალის წარმოებისას არის სპეციალურად დამუშავებული თიხა. იგი გამოიყენება, როგორც თბოიზოლაციის სისტემების მოსაპირკეთებელი ფენა სველი მეთოდით.
მასალას ვიზუალურად აქვს ბუნებრივი ქვის, აგურის, სხვადასხვა ტიპის ხის და ტყავის მსგავსი სახე. ის წარმოადგენს გამორჩეულ ალტერნატივას და ჩანაცვლებას დეკორატიული აგურებისა და კლინკერის ფილებისათვის.
მინიმალური სისქისა და წონის გამო, მას არ ესაჭიროება მეტალის კონსტრუქციები ან პროფილები, არ იწვის და ამინდის ცვლილებებს უძლებს. პროდუქტი ადვილად ეკრობა ნებისმიერ ზედაპირს ფილების წებოს საშუალებით.
იგი იაფია, მარტივი დასამონტაჟებლად და გამოირჩევა უმაღლესი ეფექტურობით.
შესახედაობა და დიზაინი
ეკოლოგიური, ბუნებრივი, სასიამოვნო შეხებით, გამძლე და ვანდალიზმის მიმართ მდგრადი. გამოიყენება ბუხრების მოპირკეთებისთვის და შესაძლებელია გამოყენება ნესტიან გარემოშიც. იდეალურია კომერციული და სამოქალაქო ობიექტების შიდა კედლების დეკორაციისთვის, ასევე ისეთ ადგილებში, სადაც ხალხის მაღალი კონცენტრაციაა.






































