დრეკადი კერამიკული ფილები ეს არის შენობების ფასადების და ინტერიერების მოსაპირკეთებელი მასალა რომელსაც ახასიათებს მკვეთრად გამოხატული დრეკადობა, სიმტკიცე და სიმსუბუქე
დრეკადი კერამიკით ფასადის მოწყობა
1.სამონტაჟო კედელი
2.პრაიმერი (დამგრუნტავი) კედლებისთვის
3.ქვაბამბის სამონტაჟო წებო
4.ქვაბამბა 50 – 200მმ. (სიმკვრივე 135-160კგ/მ)
5.ბაზისური არმირების ფენა
6.მინა-ბოჭკოვანი ბადე ( 160 გრ/მ )
7.ზედაპირის გამასწორებელი ფენა
8.ადგეზიური პრაიმერი (გრუნტი)
9.წებო ცემენტი ( C2TES1, ISO 13007 )
10.დრეკადი კერამიკული ფილა
11.მეტალის დიუბელი თბო თავაკით
კედლის ზედაპირის დამუშავება
- დრეკადი კერამიკული ფილების გასაკრავად პირველ რიგში უნდა ჩატარდეს კედლის გეომეტრიის შეფასება. აუცილებელია ფილების ქვედა ზღვარზე დამონტაჟდეს საკონტროლო პროფილი შენობის პერიმეტრზე. უნდა შემოწმდეს კედლის ზედაპირის სისწორე ყველა მიმართულებით. გასუფთავდეს მტვერისაგან და შემდეგ დაიგრუნტოს ხარისხიანი ადგეზიისათვის
- შვეულში უნდა გასწორდეს კედელის ვერტიკალიც და ჰორიზონტალიც. მონტაჟდება 4 ნიშნული (2 ზევით, 2 ქვევით).იჭიმება 2 პარალელური ვერტიკალური ძაფი.
- კედლიდან ვიღებთ 6 სმ დაშორებებს (ქვაბამბის 50 მმ-იანი სისქის შემთხვევაში) და ვაფიქსირებთ მანძილებს კვანძებით.
ქვაბამბის და პენოპლექსის გაკვრა
-
წებო ცემენტის მომზადებისას მიღებული მასა არ უნდა შეიცავდეს კურკუშელებს.
-
პირველ ქვედა რიგზე, ჰიდროიზოლაციისათვის მონტაჟდება პენოპლექსის ფილები. ფილებს უკეთესი მიკვრისთვის, უკანა მხარეს ბასრი ნივთით უკეთდება ნაკაწრები.
-
ფილები უნდა გაეკრას ერთმანეთთან მჭიდროდ მიმჯდარი.
-
სისწორე უნდა კონტროლდებოდეს თარაზოთი.
ქვაბამბის კედელზე მონტაჟის დროს მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რომ ყველა გარე და შიდა კუთხეები უნდა გადაებას აგურისებრი წყობით, როგორც შესაბამის სურათზეა ნაჩვენები
-
თუ ამინდი გიწყობთ ხელს, არ არის ქარი და წვიმა, ქვაბამბის გაკვრიდან 3-4 დღის შემდეგ შესაძლებელია დიუბელის ანკერების დარტყმა.
-
რეკომენდირებულია ქვაბამბის ზედაპირის სისწორის გადამოწმება თარაზოთი, ყველა ზედაპირიდან ამოწეული ადგილები უნდა გაიხეხოს შეაბამისი ინსტრუმენტით, სასუნთქი გზები უნდა დაცული იყოს ნიღაბით.
-
ანკერების თავები არ უნდა ცდებოდეს ქვაბამბის ზედაპირს. 1 კვადრატულ მეტრზე საკმარისია 6 ანკერი.
ბაზისური არმირებული სამონტაჟო ფენის მოზადების ნაბიჯები
- წებო ცემენტის გადასმა ქვაბამბაზე თხელი ფენის სახით
- არმირების ბადე (≂160 გრ/მ²) დაედოს ზევიდან და ჩაიძიროს მაქსიმალურად წებო ცემენტში. ბადე უნდა დაედოს მიყოლებით ისე რომ გადაბმის ვერტიკალურ ხაზზე მომდევნო უნდა გადმოდიოდეს წინაზე მინიმუმ 10 სმ-ზე
- წებო ცემენტის შემდეგი ფენა უნდა დაედოს ისე რომ ბადე მთლიანად დაიფაროს
- ყველა კარების და ფანჯრის ღიობების კუთხეები უნდა გაძლიერდეს პლასტმასის კუთხოვანებით, რომლებზეც მიწებებულია ბადე, არა ნაკლებ 10 სმ -ის სიგანის.
- კუთხოვანები მიმყოლი ბადის ზოლებით უნდა დაიფაროს წებო ცემენტით
- შემდეგ, პერიმეტრზე უნდა გაეკრას ბადის სეგმენტები არა ნაკლებ 20×30 სანტიმეტრისა და დაიფაროს წებო ცემენტის თხელი ფენით
- წებო ცემენტით გასწორებული კედელი, 3-4 დღის გასვლის შემდეგ უნდა დამუშავდეს სპეციალური გრუნტით. ამისთვის კედელი უნდა გასუფთავდეს მტვერისგან და მომზადდეს საგრუნტავი სითხე ინსტრუქციის შესაბამისად
- საგრუნტავი სითხე უნდა წაესვას შესაბამისი გორგლით რათა თანაბრად გადანაწილდეს ფართზე რომ მიღწეული იყოს მაღალი ხარისხის ადგეზიურობა.
ზედაპირის ფილების გაკვრისთვის საბოლოოდ მომზადების შემდეგ მიზანშეწონილია კედლის ორთოგონალურად დაზოლვა გასაკრავი ფილების ზომების გათვალისწინებით.
- ფილის უკანა მხარეს შპატელით დაიტანეთ წებოცემენტი
-
წებოცემენტი უნდა წაესვას ზედაპირის 100% -ს. საკმარისია 6 მმ -ის სისქის ფენა
- მნიშვნელოვანია წებოცემენტის წასმის პროცესში ის დაიზოლოს კედლის მიმართ ჰორიზონტალური ხაზებით, რაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი კბილებიანი ინსტრუმენტით
-
მისაკრავი ფილის ჰორიზონტსა და ვერტიკალში გასწორების შემდეგ, უკეთესი ადგეზიისათვის ის უნდა მჭიდროდ აეკრას კედლის ზედაპირს, შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით რომელსაც სამუშაო ზედაპირი დარბილებული აქვს რეზინით
- დრეკადი კერამიკის ფილების კედლის კუთხეზე შეერთებისას, მათზე წინასწარ უნდა ჩამოიჭრას წიბო 30-45° იანი კუთხით, რაც შესაძლებელია განხორციელდეს კუთხსახეხის საშუალებით
-
ჩამოჭრილი წიბოები უნდა შეერთდეს აკურატულად და მჭიდროდ რათა ფილა უკეთესად გაეკრას კედელზე
- ფილების კედელზე გაკვრის შემდეგ მათ შორის მონტაჟდება პლასტმასის დისტანცირები შესაბამისი შოვის სიგანის გათვალისწინებით
-
დისტანცირები გვეხმარება ფილებს შორის ყველა ჰორიზონტალური და ვერტიკალური შოვების თანაბარ სიგანის შენარჩუნებაში
- შოვები უნდა ამოივსოს შესაბამისი საფუგი მასალით
-
როდესაც ფუგა შეშრება პლასტილინისებრ კონდიციამდე შესაძლებელია მისი აკურატული ამოწმენდა
