შენობების ფასადების მოპირკეთება ნებისმიერი არქიტექტურის მნიშვნელოვანი დეტალია. მრავალ სართულიან შენობებში ესთეთიკასთან ერთად მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ ფასადის ბუნებრივი ქვით ან მისი ბეტონის იმიტაციის შემცვლელით მოპირკეთება რთულდება მათი სიმძიმის გამო, რადგან მოითხოვს გაძლიერებული ფიქსირების წერტილებს კედელზე მონტაჟისას.
ჩვენი ჯგუფი 2007 წლიდან ვაწარმოებთ ფასადების მოსაპირკეთებელ დეკორატიულ ფილებს ბეტონიდან. შედეგად, მუდმივად საქმის კურსში ვართ თუ რა სიახლეებია მშენებლობის ამ სექტორში.
სწორედ ამიტომ დრეკადი კერამიკის (MCM ტექნოლოგიის მოდერნიზებული თიხის) ფილებმა ჩვენი ყურადღება მიიპყრო მყისიერად. ბუნებრივი თიხის თვისებები, სიმსუბუქე, მონტაჟის სიმარტივე, კერამიკისაგან განსხვავებით უჩვეულო დრეკადობა, არჩევანის უდიდესი სპექტრი, გამოყენება როგორც ფასადებზე ასევე ინტერიერში – ეს არასრული ჩამონათვალია ამ პროდუქციის მახასიათებლებისა რომელსაც წარმოგიდგენთ ჩვენ.
