MC მოდიფიცირებული თიხის პროდუქცია მზადდება დაპატენტებული კომპოზიტური მასალისაგან რომელიც იქმნება ნატურალური თიხისაგან ყოველგვარი ტოქსიკური და ქიმიურად საშიში დანამატების გარეშე. ნედლეული რომელიც გამოიყენება MCM ფილების დასამზადებლად, არის ჩვეულებრივი წითელი, ყვითელი და თეთრი ფერის წიდა, შლამი, ქვა ღორღი, სილა, ნაცარი, ცემენტის წარმოების ნარჩენები და სხვა რამოდენიმე სახის არაორგანული ნივთიერება. ყველა კომპონენტის ერთად შეგროვების, წმინდა მიკრო ფხვნილამდე დაქუცმაცების შემდეგ, მიკრო ნაწილაკების ზედაპირები მოდიფიცირდება ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებით. თვითოეული ნაწილაკი იფარება აქტიური ნივთიერებით მრავალშრეიან ბადისებრ სტრუქტურაში და გრანულირდება საბოლოო მასაალაში დაბალ ტემპერატურაზე.
ასეთი სახით მოდიფიცირებული თიხის მასალის და გარკვეული სახის პოლიმერის ნაერთს ეძახიან „ორგანული და არაორგანული ეკო-ეკოლოგიური მასალის ჰიბრიდებს – Econic materials).
ცნობილი პლასტიკური და ფისოვანი მასალები ულტრაიისფერი გამოსხივების მოქმედების ქვეშ ექვემდებარება დაბერებას და გახუნებას, ეკო-ეკოლოგიური ჰიბრიდული მასალები ხასიათდება მრავალწლიანი სტრუქტურული სტაბილურობით და ექსპლუატაციის ვადით. მოდიფიცირებული თიხიდან ნაწარმი ასევე ინარჩუნებს ბუნებრივი თიხის და მინერალების დიდებულ თვისებებს: ჰაერგამტარიანობას (თიხის აგურის „სუნთქვის“ ეფექტი), ნესტმედეგობას, ცეცხლმედეგობას და სტრუქტურულ მდგრადობას.
MCM ტექნოლოგიის ფილები მიიღება დაბალტემპერატურული ფორმირებით და დაპრესვით, მაშინ როდესაც კერამიკული ფილები მზადდება 1200℃-ზე და მეტ ტემპერატურაზე გამოწვით.
MCM ფილები კერამიკულისაგან განსხვავებით, ხასიათდება დრეკადობით. ისინი ადვილად იხრებიან 60° კუთხემდე (თუმცა სრული გადაკეცვა არ შეიძლება). ფილები, ფასადის კედელზე ან სხვა ბაზისურ ზედაპირზე მონტაჟის შემდეგ, უძლებს 100 – ჯერადად უფრო მეტი სიძლიერის დარტყმას ვიდრე კერამიკული ფილა. მაგრამ MCM ფილები ადვილად იფხაჭნება ბასრი მყარი ნივთით, კერამიკული ფილისგან განსხვავებით. MCM ფილების ზედაპირის დასუფთავება ადვილია ჩვეულებრივი წყლით და არ შეიძლება სხვადასხვა ქიმიურად აქტიური (აცეტონი, ბენზოლი) გამხსნელისა თუ მჟავის გამოყენება.
MCM ფილა დიფუზიურად ღია (ჰაერის და ზედმეტი ტენის გამტარებლობის თვალსაზრისით) ბუნებრივი მასალაა. მისი ტენის შთანთქმის კოეფიციენტი ვარირებს 8%-14% პროცენტამდე – ბუნებრივი თიხის ანალოგიურად, რაც შენობის ფასადის მოპირკეთებისას უზრუნველყოფს სრულ კომფორტულ ვითარებას შიდა საცხოვრებელ მოცულობაში, რადგან ხელს უწყობს შენობის შიდა ზედმეტი ტენიანობის გარე სივრცეში გაფრქვევას.ყოველივე ამასთან ერთად MCM ფილები თვით შენობის კონსტრუქციულ ნაწილსაც კი იცავს ზედმეტი ტენისაგან.
მაღალი ხარისხის MCM ფილებს ახასიათებს სტრუქტურის მცირე ნაწილაკების ზედაპირის სტატიკური მუხტის არსებობა, რის შედეგად ზედაპირს ფაქტიურად არ ეკრობა დამაბინძურებელი მტვრის ნაწილაკები, თუმცა შესაძლო მიკრული მცირედი ნაწილაკები ადვილად ირეცხება წვიმის წვეთებით.
სამშენებლო სფეროში MCM გამოიყენება ძირითდათ შენობების ფასადების, სარეკრეაციო ზონების ბილიკების, არხების, შენობების შიდა ინტერიერის კედლების, ჭერის, სააბაზანოების, აივნების, ლიფტების ვესტიბიულის, გემებსა და ავეჯის ზედაპირების მოსაპირკეთებლად.
MCM პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმია, სერთიფიცირებულია ევროპის, აშშ-ს და აზიის ქვეყნების სტანდარტების შესაბამისად ცეცხლმედეგობაზე, ულტრიისფერ გამოსხივების მიმართ მდგრადობასა და ყინვა გამძლეობაზე.
